ვალვერდე: "უგოლო ფრე საშიში შედეგია"

20-02-2019, 09:43

დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლიონმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

თამაშის შემდგომ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან ისაუბრა.

"საკუთარ კედლებში ძლიერი გუნდი ვართ, თუმცა, უგოლო ფრე საკმაოდ საშიში შედეგია და ეს კარგად ვიცით."

"ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და უკეთესი შედეგი დავიმსახურეთ. თუმცა, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, დარწმუნებული ვარ, გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ." - აცხადებს ვალვერდე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით