მორატა: "იუვენტუსთან გოლს აღვნიშნავ"

20-02-2019, 21:05

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკო" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

"როხიბლანკოს" თავდამსხმელის, ალვარო მორატას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს გოლს გაიტანს, ის აღნიშნავს.

"ამ დროისთვის ყველაფერი კარგად მიდის. ლა ლიგაში მეორეზე ვართ, ვიბრძვით ტიტულისთვის და ჩემპიონთა ლიგაზეც გვსურს წარმატება."

"გვსურს, რომ სეზონის ბოლოს ლიგის ფინალში საკუთარ მინდორზე ვითამაშოთ."

"ამ მაისურით გატანილი პირველი გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება. "იუვენტუსს" და მის ქომაგებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა, დღეს გატანის შემთხვევაში, პატიებას ნამდვილად არ მოვითხოვ." - აცხადებს მორატა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით