ერნესტო ვალვერდე: "ლუის სუარესის ცუდი ფორმა პრობლემას არ წარმოადგენს !

20-02-2019, 21:32

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "ოლიმპიკ ლიონის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბის ურუგვაელ თავდამსხმელზე, ლუის სუარესზე საუბრობს:

"მისი ცუდი ფორმა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთი რამ ყველა ნომინალური შემტევისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მთავარი ისაა, რომ ის ნახევარდაცვაში ჩამოსვლას და ბურთის გათამაშების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ერიდება."

"მან "ლიონთან" თანაგუნდელებს არაერთი შანსი შეუქმნა, რომლის გამოყენებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, იმედია კატალონიაში გასამართი დაპირისპირებისთვის, ურუგვაელი მოწოდების სიმაღლეზე იქნება."

შეგახსენებთ, რომ ესპანურ და ფრანგულ გუნდებს შორის გამართული მატჩი, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით