ენრიკე ცერეზო: "რონალდუს მხოლოდ 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და არა 5 !"

21-02-2019, 22:34

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ესპანელი ენრიკე ცერეზო, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, კრიშტიანუ რონალდუს ჟესტს გამოეხმაურა, რომელმაც 5 თითის აწევით, გულშემატკივრებს ევროპული ტურნირის თასების რაოდენობაზე მიანიშნა:

"ეს სიცრუეა, კრიშტიანუს მხოლოდ 3-ჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოპოვებული და არა 5-ჯერ, მას "ატლეტიკოსთან" ფინალებში, ღირებული არაფერი გაუკეთებია, ვინ მოიგო ეს დაპირისპირებები ? ამას შემდეგ ინტერვიუში ვიტყვი."

"რაც შეეხება დიეგო სიმეონეს, ის გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა, "ჩოლომ" 20 თებერვალს, კრიტიკოსების გაჩუმება კარგად მოახერხა. ახლა მთავარია დაწყებული საქმე, წარმატებით დავასრულოთ და 1/4 ფინალში გავიდეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მატჩი, ესპანური გრანდის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით