მარსელო: "მბაპესთან თამაში უფრო გამიჭირდა, ვიდრე მესისთან !"

21-02-2019, 22:52

"ოლიმპიკ ლიონის" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, მარსელო გუედესი, კატალონიის "ბარსელონას" წინააღდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, "პსჟ-სა" და "ბლაუგრანას" თავდამსხმელებზე, კილიან მბაპესა და ლიონელ მესიზე საუბრობს:

"უნდა ვთქვა, რომ მბაპესთან თამაში უფრო გამიჭირდა, ვიდრე მესისთან, ფრანგს ნამდვილად შეუძლია გახდეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე, მას აქვს სიჩქარე, საფეხბურთო ინტელექტი და 20 წლის ასაკში, დიდი გამოცდილება."

"ვიცი არგენტინელის ასეთი პერფორმანსი, უკანასკნელმა ტრავმამ განაპირობა, რის გამოც ჯერ-ჯერობით მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა, თუმცა კატალონიაში სხვაგვარი მდგომარეობა იქნება, ამიტომაც სიფრთხილე გვმართებს, მესის ჩამოწერა არასდროსაა ლოგიკური."

შეგახსენებთ, რომ "ლიონისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით