ჯენარო გატუზო: "დღევანდელ ფეხბურთში რამის დაგეგმვა შეუძლებელია"

22-02-2019, 11:30

იტალიური "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს:

"დღევანდელ ფეხბურთში რამის დაგეგმვა შეუძლებელია, 10-12 წლის წინ შეგეძლო დარწმუნებით გეთქვა, რომ მოთამაშე კარიერას შენს გუნდში დაასრულებდა, თუმცა ფინანსურმა პროგრესმა და სატრანსფერო ბაზარზე გაორმაგებულმა ფასებმა, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვალეს."

"მსურს გუნდის შერჩევისას გადაწყვეტილებები სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით მივიღო, "მილანში" ნამდვილად არის ისეთი მოთამაშეების დეფიციტი, რომლებიც მოედანზე თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვიან."

შეგახსენებთ, რომ მილანელები სერია ა-ს 25-ე ტურში, 22 თებერვალს, "ემპოლის", თბილისის დროით 23:30 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით