იურგენ კლოპი: "ვირჯილ ვან დეიკის არყოფნამ ჩვენზე დიდი გავლენა არ იქონია !"

22-02-2019, 21:16

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ვირჯილ ვან დეიკის არყოფნამ ჩვენზე დიდი გავლენა არ იქონია, კლუბი არაერთი მაღალი დონის მოთამაშეთია დაკომპლექტებული, რომლებიც დაცვაში შესანიშნავად ასპარეზობენ."

"ფაბინიოს ტრანსფერმა მომცა საშუალება გუნდის შერჩევისას უფრო მეტი თავისუფლება მქონოდა, მან ცენტრალური მცველის პოზიციაზე არაჩვეულებრივად ითამაშა და ჰოლანდიელის როლი წარმატებით შეითავსა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 0:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით