პეპ გვარდიოლა: "ლეროი სანე მსოფლიოში საუკეთესო განაპირა თავდამსხმელია !"

22-02-2019, 22:24

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, "Carabao Cup-ის" ფინალში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე, კლუბის გერმანელ მოთამაშეზე, ლეროი სანეზე საუბრობს:

"ის მსოფლიოში საუკეთესო განაპირა თავდამსხმელია, რომელმაც "შალკესთან" ყველას დაუმტკიცა თუ რას წარმოადგენს, ლეროი ბევრს მუშაობას და დაუღალავად შრომობს, რის გამოც გაუმჯობესება მოახერხა და 23 წლის ასაკში, ლიდერის როლიც შეითავსა."

"ახლა მთავარია "ჩელსისთან" მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და სეზონის პირველ ტიტულს დავეუფლოთ, ბოლო რამდენიმე შეხვედრაში დასვენების საშუალება ნამდვილად არ გვქონდა, ამიტომაც პროგნოზებზე ვერ ვისაუბრებთ, წინ ძალიან დაძაბული და მნიშვნელოვანი მატჩი გველის."

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელები" და "არისტოკრატები" ერთმანეთს 24 თებერვალს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით