გიორგი ჩაკვეტაძე "რომაში" - უახლესი დეტალები

23-02-2019, 01:46

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატება რომ არაერთ ევროპულ გრანდს სურს, ეს ამბავი არახალია.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველის ტრანსფერს ყველაზე მეტად დედაქალაქური "რომა" ცდილობს.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი მონჩის პირადი სურვილია, რომ გუნდმა გიორგის გაფორმება მოახერხოს. როგორც ცნობილია, იგი პირადად ეცდება მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩაკვეტაძის გადაბირებას.

შეგახსენებთ, რომ "გენტის" ქართველი ნახევარმცველის შეძენა რომაელების გარდა ასევე "ლაციოსა", "სამპდორიასა" და "ბაიერნსაც" სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით