კალაძე "მილანის" შეხვედრას დაესწრო

23-02-2019, 03:49

დღეს გაიმართა იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც "მილანმა" "ემპოლის" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ "სან სიროზე" მოწვეული სტუმრის რანგში "როსონერის" ლეგენდარული ქართველი მცველი, კახი კალაძე იმყოფებოდა.

თბილისის მერმა ვიპ ლოჟაში "მილანის" პრეზიდენტის გვერდით დაიკავა ადგილი და თავისი ყოფილი გუნდის წარმატებას მიადევნა თვალი.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით