ხელაიფი: "ნეიმარი და მბაპე 2000%-ით რჩებიან"

23-02-2019, 04:00

ფრანგული "პსჟს" მფლობელ ნასერ ალ-ხელაიფს სჯერა, რომ მის კლუბს ფინანსური Fair Play არ დასჯის და გუნდი ლიდერების შენარჩუნებას მოახერხებს.

"არათუ ასი, არამედ ორიათასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი და კილიანი პარიზში დარჩებიან."

"გარდა ამისა მჯერა, რომ Fair Play-ს წესები არ დაგვირღვევია. შესაბამისად, ჩვენ კვლავ შევძლებთ ახალი ფეხბურთელების მოყვანას." - აცხადებს ხელაიფი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ხსენებული წესის დარღვევისთვის დღეს ლონდონის "ჩელსი" დასაჯა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით