პიონტეკი რეკორდს უახლოვდება

23-02-2019, 10:20

დღეს იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "მილანმა" "ემპოლის" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 სძლია.

"როსონერის" მხრიდან პირველი გოლის გატანა პოლონელმა ახალწვეულმა, კრისტოფ პიონტეკმა, მატჩის 49-ე წუთზე მოახერხა.

23 წლის ფორვარდს ახალ კლუბში გადასვლის შემდგომ 6 მატჩში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ის რეკორდის ზღვარზეა.

კერძოდ, პიონტეკმა "მილანის" მაისურით სერია ა-ს პირველ 4 ტურში შეძლო გოლის გატანა, უკანასკნელად მსგავსი შედეგი კი 1998 წელს ოლივიე ბიერხოფმა მოახერხა. შემდგომ ტურშიც თავის გამოჩენის შემთხვევაში კი პოლონელი ახალ ისტორიას დაწერს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით