"პსჟ"-სა და "სიტის" დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

23-02-2019, 14:14

ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უეფა "მანჩესტერ სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" მიმართებაში გამოძიებას დაიწყებს, რომლის შედეგებიდან გამომდინარეც, შესაძლოა გუნდები ჩემპიონთა ლიგის დამდეგი სეზონშიარ დაუშვან.

შედეგად, "პსჟ" და "სიტი" სამართლიანი პრინციპის თამაშის დაცვის მიზნით იძულებული გახდებიან ძვირადღირებული ფეხბურთელები გაასხვისონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია დაემუქრებათ.

გარდა ამისა, ორივე გუნდი შემოწმდება 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებით და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსფერო ბანიც დაედებათ.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ხსენებული სანქცია ლონდონის "ჩელსის" უკვე დააკისრა, რომელიც ახალ ფეხბურთელებს 2020 წლის ზაფხულამდე ვერ დაიმატებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით