გატუზო: "ეს პიონტეკის ამსახურებაა"

23-02-2019, 14:41

იტალიური "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ "ემპოლისთან", ანგარიშით 3:0, მოგებული მატჩი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა. რინოს თქმით, მისმა გუნდმა პირველი ტაიმის საშინლად ჩაატარა, მაგრამ გუნდი მაინც გაიზარდა.

"ამ თამაშის დასაწყისით შეშფოთებული ვიყავი. თუმცა, გუნდი ასეთ დროსაც იზრდება და ეს კარგია. მიდგომა, რომელიც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, დიდ იმედს მაძლევს".

"ახლა 13 თამაში დაგვრჩა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. როდესაც "სან-სიროზე" თამაშობ და "შავწითელი" მაისური გაცვია, დიდი ზეწოლა იგრძნობა".

"ბოლო 3 თამაშში 9 გოლი გავიტანეთ და ეს პიონტეკის დამსახურებაა. მაგრამ, თანაგუნდელებიც დიდ დახმარებას უწევენ", - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, "მილანს" 45 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით