"პსჟ" ნეიმარს ან მბაპეს შეელევა?

23-02-2019, 15:03

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ ნეიმარის ან კილიან მბაპეს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაყიდვა კატეგორიულად გამორიცხა. 

შეგახსენებთ, მიდიაში გავრცელდა ინგორმაცია იმის შესახებ, ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული პრობლემის გამო, შესაძლოა პარიზელები ნახსენები ორი ვარსკვლავიდან ერთ-ერთ შეელიონ.

გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში, ჟურნალიტმა აღნიშნულის შესახებ ალ-ჰელაიფის ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვა.

"დიახ, ისინი პარიზში დარჩებიან. 100 პროცენტით კი არა, 2000 პროცენტით. მასმედიის ბევრი საშუალება, განსაკუთრებით ფრანგული, ამტკიცებს, რომ იძულებული ვიქნებით ნეიმარი ან კილიანი გავყიდოთ. მე ვაცხადებ, რომ ისინი აქ დარჩებიან".

"რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელების ყიდვა და ფინანსური ფეარ-პლეის ფარგლებში დარჩენა გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს",-განაცხადა ალ-ჰელაიფიმ 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით