ანჩელოტიმ "რეალიდან" წამოსვლის შესახებ ისაუბრა: "ეს ბეილის გამო მოხდა"

23-02-2019, 16:29

როგორც ყველასათვის ცნობილია, 2014 წელს კარლო ანჩელოტიმ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის თასი მე-10-ჯერ მოაგებინა, თუმცა ის 1 წლის შემდეგ ფლორენტინო პერესმა გაათავისუფლა.  იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული მოვლენა გაიხსენა და ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ისაუბრა რამაც  ფლორენტინო პერესთან კონფლიქტი გამოიწვია და საბოლოოდ მისი გაშვების მიზეზი გახდა.

"გუნდში მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს 100%-ით ენდობოდნენ. ყველაზე მეტად, რაც მწვრთნელის კარიერაში მაგიჟებს, მოთამაშის მხრიდან ეგოიზმია.  როდესაც, ფეხბურთელს შეუძლია კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთოს, თუმცა ის მაინც თავად არტყამს - ეს ფაქტი მაგიჟებს. რეალურად, მსგავსი რამ კარიერის ფასად დამიჯდა".

"რეალში" ყოფნის დროს, ფლორენტინო პერესთან უთანხმოება სწორედ ამ ფაქტის გამო დაიწყო. "ვალენსიასთან" შეხვედრის დროს, ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი გარეტ ბეილს ჰქონდა, რომელსაც კარიმ ბენზემა ცარიელი კარის წინ ეხსნებოდა, თუმცა უელსელმა თავად დაარტყა".

"რამდენიმე წუთში ბეილი მოედნიდან გავიყვანე, რამაც ქაოსი გამოიწვია. ამ ფაქტის შემდეგ, ფლორენტინო პერესთან უთანხმოება დაიწყო", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით