"არსენალი" მონჩის იწვევს - ჩაკვეტაძე შესაძლოა პრემიერლიგაში ვიხილოთ

23-02-2019, 18:48

ლონდონის "არსენალი" ესპანელ სპორტულ დირექტორს, მონჩის იწვევს.

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, კლუბის უფროსობა უკვე შეხვდა 50 წლის სპეციალისტს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

წყაროს ცნობით, მონჩი თანახმაა ინგლისურ კლუბში გადასასვლელად. სანაცვლოდ კი "არსენალი" 1 მილიონ ევროს გადაუხდის კლუბს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ესპანელი სპეციალისტი "რომას" სპორტული დირექტორია და უკანასკნელი ცნობებით მას გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურს. შესაბამისად, შესაძლოა მომავალ ზაფხულში ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი "მეთოფეებმაც" გამოთქვან. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით