გვილიამ სადებიუტო გოლი გაიტანა

23-02-2019, 23:41

დღეს პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "გორნიკ ზაბჟემ" "ზაგლებიეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 სძლია.

მასპინძელთა მხრიდან ანგარიშის გახსნა გუნდის ქართველმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ მოახერხა. 24 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის მე-12 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი. მან 83 წუთი გაატარა მინდორზე.

ამ გამარჯვების წყალობით "გორნიკი" მე-12 ადგილზე გადავიდა და საჩემპიონო ჯგუფში შესასვლელად 10 ქულა აკლია.

შეგახსენებთ, რომ გვილია პოლონურ კლუბში გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, იჯარის წესით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით