კილიან მბაპემ ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა !

24-02-2019, 00:51

ფრანგული ლიგა 1-ის 25-ე ტურში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "ნიმესის" დაპირისპირებაში, თომას ტუხელის გუნდის თავდამსხელმა, კილიან მბაპემ, ახალი რეკორდი დაამყარა.

მოწინააღმდეგის კარის 2-ჯერ აღების შემდეგ, 20 წლის ასაკში, მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 50 გოლის გატანა მოახერხა.

ამ მიღწევას აქამდე იანიკ სტოპირა ფლობდა, მან მსგავსი შედეგი 1982 წელს, 20 წლისა და 3 თვის ასაკში დააფიქსირა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა კი მისი რეკორდი, 1 თვით გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ კილიანმა მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, უკვე შეძლო 22 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით