ლიონელ მესი: "ლა ლიგაში ყველაფერი გადაწყვეტილი არაა"

24-02-2019, 01:45

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, ლა ლიგის 25-ე ტურში, ანდალუსიური "სევილიას" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, სეზონის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს:

"ატლეტიკოსა" და "რეალის" ნაადრევად ჩამოწერა ჩვენთვის შესაძლოა დასრულდეს, ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი გადაწყვეტილი, ახლაც არაა, მომავალ თვეებში კიდევ რამდენიმე რთული მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და არავინ არ იცის რა შეიძლება მოხდეს."

"სევილია" უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც დაპირისპირების მიმდინარეობისას ბოლომდე იბრძოლა, თუმცა საბედნიეროდ სწორი და რაც მთავარია, ლამაზი ფეხბურთით, მეტოქის დამარცხება მოვახერხეთ."

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა", 27 თებერვალს "კოპა დელ რეის" 1/2 ფინალურ ეტაპზე,  "ბერნაბეუზე", "ლოს ბლანკოსს" შეერკინება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით