რაფინია: "კოვაჩი უსამართლოდ მექცევა !"

24-02-2019, 02:01

მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, რაფინია სოუზა, კლუბის მთავარ მწვრთნელს, გერმანელ სპეციალისტს, ნიკო კოვაჩს, სათამაშო დროის სიმცირის გამო აკრიტიკებს:

"რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ, დაპირისპირებებში მონაწილეობას ვერ ვიღებ, მაშინ როდესაც არც სამწვრთნელო შტაბთან მქონია პრობლემა და არც სერიოზული ტრავმა მიმიღია."

"ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ერთი თვის წინ ვთქვი, რომ კლუბს დავტოვებდი, ახლა ჩემი მთავარი "საქმე", სათადარიგოდან მოთამაშეების გამხნევება გახდა."

"კოვაჩი ნამდვილად უსამართლოდ მექცევა."

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, 33 წლის ფეხბურთელმა, ბავარიული გრანდის რიგებში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 79 წუთი იასპარეზა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით