თომას ტუხელი: "მბაპეს შეეძლო 5 გოლი გაეტანა !"

24-02-2019, 12:30

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, ლიგა 1-ის 25-ე ტურში, "ნიმესის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მან შესანიშნავი პერფორმანსი ჩაატარა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიმე ძალიან კარგი შანსის გამოყენება ვერ მოახერხა. კილიანს ნამდვილად შეეძლო 4-5 გოლის გატანა."

"ის ნამდვილი ფენომენია, რომელიც მალე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, "პსჟ" კი მისი განვითარებისთვის შესანიშნავი გუნდია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ დაპირისპირებაში, 20 წლის შემტევმა, 2 გოლის გაუქმების მიუხედავად, დუბლის შესრულება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით