კომანი "ლივერპულთან" ვერ ითამაშებს

24-02-2019, 14:01

როგორც გავლენიანი გამოცემა Bild-ი იტყობინება, მიუხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევის კინგლის კომანის მონაწილეობა "ლივერპულთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ, კომანმა კოჭის დაზიანება "ჰერტასთან" მატჩში მიიღო. ფრანგი მოედანზე 58-ე წუთზე ფრენკ რიბერის ნაცვლად გამოვიდა და ცხრა წუთში დაშავდა.

წყაროს ცნობით, მოთამაშეს ორი-სამი კვირა გაუცდება.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ფეხის ტრავმა კომანს ერთხელ უკვე ჰქონდა და ამის გამო ფრანგმა ყველა ტურნირზე ჯამში 16 მატჩი გამოტოვა. კომანმა 17 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თავი კი ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" და "ლივერპულის" საპასუხო მატჩი გერმანიაში 13 მარტს გაიმართება. პირველი შეხვედრა ინგლისში ფრედ 0:0 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით