მაჩინი: "ჩვენ არ ვიცით როგორ შევაჩეროთ მსოფლოს საუკეთესო ფეხბურთელი"

24-02-2019, 14:52

კატალონიურ "ბარსელონასთან" წაგებული მატჩის შემდეგ "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა პაბლო მაჩინმა აღნიშნული მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ არ ვიცოდით, როგორ უნდა გაგვეჩერებინა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ჩვენ წინააღმდეგ ის ყოველთვის მოტივირებულია. არგენტინელის გაჩერება ძალიან რთულია".

"ბარსელონასთან" თამაში ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს. გაბედულად ვთამაშობდით და ვრისკავდით, თუმცა მას შემდეგ, რაც ბენზინი დაგვიმთავრდა, ყველაფერი ჩვენ საპირისპიროდ შემოტრიალდა", - განაცხადა მაჩინიმ.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 25-ე ტურში "სევილიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა, შეხვედრაში მესიმ ჰეთთრიკი გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით