"მაგდებურგი" ლორიასთან ერთად დაუმარცხებელია

24-02-2019, 21:42

დღეს გაიმართა გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩი, რომელშიც "მაგდებურგმა" "პადერბორნს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ. მან 2 სეივის გაკეთებაც მოახერხა.

33 წლის კიპერი გერმანულ კლუბს გასულ თვეში შეუერთდა და მას შემდგომ გუნდმა 5 თამაშის გამართვა მოასწრო. ამ დროში "მაგდებურგი" დაუმარცხებელია, 3 მოგებითა და 2 ფრით.

23 ტურის შემდგომ ლორიას კლუბს 22 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით