ხელაიფი: "ნეიმარი არ იყიდება"

24-02-2019, 21:49

ფრანგული "პსჟს" მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფმა დაადასტურა, რომ კლუბი თავისი ლიდერის, ნეიმარ ჯუნიორის გაყიდვას არ გეგმავს.

"არც მადრიდის "რეალს" და არც სხვა გუნდს არ შეუძლიათ ნეიმარის დამატება."

"ჩვენ ნეიმართან და მამამისთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ვფიქრობ, მადრიდში იციან, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელია და ის ზაფხულში პარიზში რჩება."

"ნეიმარი საკმაოდ ექსტრაორდინალური ფეხბურთელი და ადამიანია. ტრავმის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ კარგი ფორმით დაბრუნდება." - აცხადებს ხელაიფი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით