მაჩინი: "მესის სევილიასთან თამაში სიამოვნებს"

24-02-2019, 22:20

გუშინ გაიმართა ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც "სევილიამ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

შეხვედრის შემდგომ ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ."

"მესის მიერ ნაჩვენები შედეგები ყველაფერს ამბობს. მას უბრალოდ სიამოვნებს ჩვენთან თამაში." - აცხადებს მაჩინი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა გუშინ ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით