ჰიონესი: "ხამესის ბედს კოვაჩი გადაწყვეტს"

24-02-2019, 22:23

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს კლუბთან იჯარა უმთავრდება.

კოლუმბიელი ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი ული ჰიონესმა გააკეთა.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის ნიკო კოვაჩი. თუ ის გვეტყვის, რომ მისი შენარჩუნება უნდა, მაშინ მზად ვართ დავტოვოთ გუნდში."

"ჯერ-ჯერობით არ ვიცით, თუ რა მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ნიკო გვეტყვის, რომ ხამესს საკმარის სათამაშო დროს ვერ მისცემს, მაშინ მისი დათმობა მოგვიწევს." - აცხადებს ჰიონესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით