"ბაიერნი" ასენსიოს სანაცვლოდ 120 მილიონს იხდის

25-02-2019, 13:53

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის "ბაიერნმა" შესაძლოა ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხოს.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, მარკო ასენსიოს გადაბირებით.

წყაროს ცნობით, ბავარიული გრანდი მზადაა 23 წლის შემტევის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 120 მილიონი ევრო გადაიხადოს და პირადი სატრანსფერო რეკორდი მოხსნას.

როგორც ცნობილია, სოლარის გეგმებში ასენსიო არ შედის. შესაბამისად, დიდი ალბათობით გერმანელებს მისი გადაბირება არ გაუჭირდებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით