მბაპემ მორიგი რეკორდი დაამყარა

25-02-2019, 14:52

როგორც უკვე მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა"  "ნიმს" 3:0 სძლია სადაც კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.

ამრიგად, ბოლო 45 წლის მანძილზე ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში 50 ან მეტი გოლი გაიტანა.

მბაპემ მეტოქეთა კარი 35-ჯერ "პსჟ"-ს მაისურით აიღო, ხოლო 16-ჯერ კი ეს "მონაკოს" მაისურით შეძლო. მან ეს სულ რაღაც  20 წლის ასაკში მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე იანიკ სტოპირაა, რომელმაც 50-გოლიან ნიშნულს 1982 წლის დეკემბერში 21 წლის, 11 თვისა და 9 დღის ასაკში მიაღწია. 

მესამე პოზიცია ჯიბრილ სისეს უკავია - მან ასეთი შედეგი 22 წლის, 1 თვისა და 22 დღის ასაკში აჩვენა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით