ანდრე შურლე "დორტმუნდში" ბრუნდება

25-02-2019, 19:35

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ლონდონის "ფულემიდან" გერმანელი შემტევი, ანდრე შურლე დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ "დორტმუნდის" ბორუსიაში დაბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  ლონდონური კლუბის მესვეურები გერმანელი შემტევისგან მეტს ელოდნენ, ამიტომაც მათ იჯარის შეწყვეტა სურთ.

იმ შემთხვევაში თუ იჯარა გაწყდება ანდრე შურლე გერმანულ კლუბში დაბრუნდება სადაც მას ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ანდრე შურლემ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრა ჩაატარაა სადაც თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით