ძანიოლო "რომაში" რჩება

25-02-2019, 21:17

ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის შემდგომ ევროპული გრანდების ყურადღება "რომას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ნიკოლო ძანიოლომ მიიპყრო.

ამის მიუხედავად, იტალიელი ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, რომაელებს სადარდებელი არაფერი აქვთ.

"სეზონის დასრულების შემდგომ ჩვენ "რომას" წარმომადგენლებს შევხვდებით და ახალი კონტრაქტის პირობებზე ვისაუბრებთ."

"ორივე მხარეს სურს, რომ შეთანხმება შედგეს. ვფიქრობ, რომაელებმა ამ თემაზე არ უნდა იდარდონ." - აცხადებს ძანიოლოს აგენტი.

შეგახსენებთ, რომ თავად მოთამაშის მამის განცხადებით, მას მინო რაიოლა დაუკავშირდა და თავისი თავი შესთავაზა, ახალი აგენტის პოსტზე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით