"ბაიერნი" ლუკას ერნანდესს უახლოვდება !

25-02-2019, 22:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "ატლეტიკოდან" ფრანგი მარცხენა მცველის, ლუკას ერნანდესის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის მოთამაშის გადაბირება, ბავარიელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდათ და მადრიდულ გრანდს მის სანაცვლოდ, 69 მილიონი გირვანქაც კი შესთავაზეს, თუმცა დიეგო სიმეონემ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება, მნიშვნელოვანი და დაძაბული სეზონის მიმდინარეობისას არ მოინდომა.

"ESPN-ის" მიხედვით, ნიკო კოვაჩის კლუბი, ერნანდესის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, გაუმჯობესებული კონტრაქტით, ზაფხულშიც შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 14 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით