ფალკაო "მილანში" მიდის ?!

25-02-2019, 22:52

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "მონაკოს" კოლუმბიელი თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო, შესაძლოა მალე იტალიურ "მილანში" ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლეონარდო ჟარდიმის კლუბი მზადაა 33 წლის მოთამაშეს გამოემშვიდობოს იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" მის სანაცვლოდ, 25 მილიონ გირვანქას გაიმეტებს.

"Don Balon-ის" მიხედვით, კოლუმბიელის ტრანსფერში მილანელთა მთავარი კონკურენტი, "ვალენსია" იქნება, რომელმაც მიჩი ბაჩუაის "კრისტალ პალასში" წასვლის შემდეგ, ნომინალური თავდამსხმელი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ფალკაომ მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 22 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 9 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით