"ბაერნი" დუსან ტადიჩს უახლოვდება !

25-02-2019, 23:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნი", ამსტერდამის "აიაქსის" სერბი ნახევარმცველის, დუსან ტადიჩის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის მოთამაშის გადაწყვეტილება, ჰოლანდიური გუნდის მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული.

"Estadio Deportivo-ს" მიხედვით, ბავარიული გრანდი მზადაა სერბის სანაცვლოდ, მისი ასაკიდან გამომდინარე, მხოლოდ 27.5 მილიონი გირვანქა გაიმეტოს, თუმცა რამდენად დათანხმდება ამ შეთავაზებას ამსტერდამული გუნდი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის "ერედევიზიონში" 23 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ტადიჩმა უკვე მოახერხა 16 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით