ნეიმარმა მესის გახსენების დროს ცრემლები ვერ შეიკავა

25-02-2019, 19:18

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის კურსს ბარსელონაში გადის, ჟურნალისტებთან ლეო მესიზე საუბრის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

"მესი განსაკუთრებული ადამიანია, ბარსელონაში ჩასვლის მომენტიდან გვერდში მედგა. ცხადია,რომ ის განსაკუთრებული პიროვნებაა".

"მან უდიდესი სითბო მაჩუქა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ".

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ნეიმარი და მესი კატალონიის "ბარსელონაში" ერთად 2013-2017 წლებში თამაშობდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით