თომას ტუხელი: "მბაპე განსაკუთრებული მოთამაშეა !"

25-02-2019, 23:27

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, კლუბის ფრანგ თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე საუბრობს:

"კილიანი ნამდვილად განსაკუთრებული მოთამაშეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერის ფუნქციები, შესანიშნავად შეითავსა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომავალ რამდენიმე სეზონში, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება."

"გასახდელში ყველამ კარგად იცის თუ ფრანგი რა მნიშვნელობის ფიგურაა, თითოეული ჩვენთაგანი, მის გაუმჯობესებაზე ვმუშობთ."

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში, 20 შეხვედრის ჩატარების შემდეგ, 20 წლის შემტევმა უკვე მოახერხა 22 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით