ნეიმარი: "ბარსაში გადასვლის შემდეგ მესიმ პირველად ეს მითხრა"

26-02-2019, 22:44

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ვინგერმა, ნეიმარ ჯუნიორმა თავისი ესპანური კარიერის პირველი დღეები გაიხსენა.

"ჩემს "ბარსელონურ" კარიერაში ყველაზე დიდი გავლენა ლეო მესის ჰქონდა. როდესაც დახმარება მჭირდებოდა, ის ჩემს გვერდით იყო."

"როდესაც ამ გუნდში გადავედი, ლეო ჩემთან მოვიდა და მითხრა: "იყავი ის რაც ხარ. ითამაშე ისე, როგორც "სანტოსში" თამაშობდი. ნურაფრის მოგერიდება და შეგეშინდება, ჩვენ აქ შენს დასახმარებლად ვართ." - იხსენებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2013 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით