ტუხელმა ნეიმარის დაბრუნების თარიღი დაასახელა

26-02-2019, 23:09

"პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა გუნდის ლიდერის, ნეიმარ ჯუნიორის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.

"ბრაზილიაში ყოფნის დროს ის აქტიურად ვარჯიშობდა. მას სურს, რომ მალევე დაუბრუნდეს მინდორს."

"ნეიმარი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. იმედი მაქვს, "მანჩესტერთან" თამაშის შემდგომ გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას შეძლებს." - აცხადებს ტუხელი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი იანვარში, საფრანგეთის თასზე მიღებული დაზიანების შემდგომ ტრავმირებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით