სერხიო რამოსი "UEFA-მ" დასაჯა !

26-02-2019, 23:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "UEFA-მ", მადრიდის "რეალის" ესპანელი კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, სერხიო რამოსის დასჯა გადაწყვიტა.

დისკვალიფიცირება 32 წლის მოთამაშის სიტყვებმა განაპირობა 1/8 ფინალურ ეტაპზე "აიაქსთან" მატჩის შემდეგ, რომლის მიხედვითაც მან ყვითელი ბარათი ნებაყოფილობით მიიღო, რათა "ბერნაბეუზე" გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგი ეტაპის რომელიმე დაპირისპირების გამოტოვების ალბათობა აღარ ყოფილიყო.

მიუხედავად ამისა, "ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის" კულტურის, ეთიკისა და დისციპლინის ორგანოს განცხადებით, "ლოს ბლანკოსის" ლიდერი მის კლუბს უკვე 1/4 ფინალების პირველ შეხვედრაშიც გამოაკლდება.

შეგახსენებთ, რომ იგივე შემთხვევა, ევროპის ლიგაზეც დაფიქსირდა, რის გამოც "ვალენსიას" ფრანგმა ნახევარმცველმა, ჟოფრე კონდოგბიამ, 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით