გაბრიელ ბატისტუტა: "რეალში" ან "მილანში" თამაში, მალევე მომბეზრდებოდა !"

26-02-2019, 23:52

იტალიური "ფიორენტინას" ლეგენდარული თავდამსხმელი, არგენტინელი გაბრიელ ბატისტუტა, მის კარიერაზე საუბრობს:

"ბევრი შემოთავაზება მქონდა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისგან, თუმცა მათ ყოველთვის უარით ვისტუმრებდი. დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდის "რეალის" ან "მილანის" რიგებში, 200 გოლის გატანას რამდენიმე სეზონში მოვახერხებდი, რის გამოც მათთვის თამაშიც მალევე მომბეზრდებოდა."

"ფიორენტინა" 90-იან წლებში, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და ზემოთ ხსენებული კლუბების გვერდით იდგა, ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რასაც უამრავი წელი შევალიე."

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა შემტევმა კარიერის მანძილზე მხოლოდ 1 "კოპა იტალიისა" და 2 "კოპა ამერიკის" ტიტულების მოპოვება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით