"ბაიერნი" ვერნერს შეუთანხმდა

27-02-2019, 18:31

როგორც ჩანს, "რედ ბულ ლაიფციგის" ახალგაზრდა თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი 2020 წლიდან ახალ გუნდში იასპარეზებს.

გერმანული გამოცემა SportBild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" 22 წლის ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა.

ვერნერს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება. შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა ფეხბურთელს სრულიად უფასოდ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ვერნერი "ლაიფციგის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მას შემდგომ 84 მატჩში 45 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით