ჯოვანი ჯილი: "იუვენტუსმა" დიბალასა და კულიბალის გაცვლის ვარიანტი უნდა განიხილოს !"

28-02-2019, 00:31

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი, იტალიელი ჯოვანი ჯილი, პაულო დიბალასა და "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის შესაძლო გაცვლაზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ არგენტინელი "ნაპოლიში" თავს შესანიშნავად იგრძნობს, ის გადასვლისთანავე გუნდის ლიდერი გახდა და შეტევაშიც მთავარი როლი მიეცემა. კარლო ანჩელოტიმ იცის თუ როგორ უნდა გაწვრთნას დიბალას მსგავსი ფეხბურთელები, ამიტომაც ეს მისთვის შესანიშნავი ვარიანტი მგონია."

"სწორედ ამ დროს, ერთი პრობლემა ჩნდება, პაულოს სატრანსფერო ღირებულება 130 მილიონ ევროს შეადგენს, რისი გადახდაც ნეაპოლიტანელებს არ შეუძლიათ, ასეთ ვითარებაში კი გაცვლაში კალიდუ კულიბალის ჩართვა, ორივე გუნდისთვის იქნება მომგებიანი."

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის შემტევი ტურინულ კლუბს, სათამაშო დროის სიმცრის გამო, ზაფხულში დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით