ისკო სერია ა-ში?

28-02-2019, 14:19

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, ისკო ალკარონის შესაძენად  ზაფხულის სატრანსფერ ფანჯრის დროს ორი იტალიური კლუბი იბრძოლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანელის შეძენით მილანის "ინტერი" და "ნაპოლი" ინტერესდებიან.

"ნაპოლში" ისკო მიყვანის სურვილი იტალიელ სპეციალისტს, კარლო ანჩელოტის აქვს, რომელსაც ისკოსთან ერთად უკვე უმუშავია.

რაც შეეხება "მილანურ" კლუბს ისინი მზად არიან მაურო იკარდი ისკოში გაცვალონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ისკოს შეძენით "მანჩესტერ სიტი" და კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდებიან.






კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით