რომანიოლი "იუნაიტედის" დაკვირვების ობიექტია

28-02-2019, 17:43

გამოცემა Calciomercato-ს მიერ გავტცელრბული ინფორმაციის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინტერესი გამოთქვა "როსონერის" კაპიტანის ალესიო რომანიოლის მიმართ.

წყაროს ცნობით, "მილანი" თავის კაპიტანს 70 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალესიოს გაყიდვა გუნდის გეგმებში არანაირად არ შედის.

ინგლისური გუნდი არ არის ერთადერთი- მისდამი ინტერესს სერია ა- შიც გამოხატავენ. არის ცნობები, რომ ტურინის "იუვენტუსსაც" სურს 24 წლის იტალიელი თავის რიგებში ხილვა.

მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა მცველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. 20 ჩატარებულ მატჩში იგი შეუდარებლად გამოიყურებოდა დაცვაში და, უფრო მეტიც, მან 2 გოლის გატანაც მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ რომანიოლის მიმდინარე კონტრაქტი "შავ-წითლებთან" 2022 წლამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით