ლონდონის "ჩელსი" რასიზმის გამო სასჯელს გადაურჩა !

1-03-2019, 12:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება,  "UEFA-ს" გადაწყვეტილებით, ლონდონის "ჩელსი", ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, უნგრული "ვიდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, გულშემატკივრების მიერ რასისტული გამონათქვამების გამო, არ დაისჯება.

გთავაზობთ ლონდონელთა ოფიციალურ განცხადებას:

"ანტე-სემიტიზმი და ნებისმიერი კულტურული ან რელიგიური სახის დისკრიმინაცია როგორც ჩვენთვის, ასევე "ჩელსის" ქომაგის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია, მსგავსს საქციელს, კლუბში ადგილი არ აქვს.

"თითოეული დამნაშავეს, "სტემფორდ ბრიჯზე" დასწრება, სამუდამოდ აეკრძალება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტი, 13 დეკემბერს, უნგრეთში მოხდა, სადაც დაპირისპირება საბოლოოდ ანგარიშით 2:2 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით