ხამესმა საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა

1-03-2019, 14:34

მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა ის მწვრთნელები დაასახელა, რომლებმაც მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს.

"მადრიდში თამაშის დროს ზიდანთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ის ძალიან კარგი ადამიანია."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები ჟულიო სეზარ ფალკონი, კარლო ანჩელოტი და ხოსე პეკერმანი არიან."

"როდესაც პეკერმანი კოლუმბიაში გამოჩნდა, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ ჰქონდა. მან ყველაფერი შეცვალა და მინდორზე გასვლის წინ მუდამ ასეთი შეგრძნება გვაქვს: "დღეს კოლუმბია იგებს!" - განაცხადა ხამესმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით