აბიატი: "დინარუმას მთავარი რამ აკლია"

1-03-2019, 22:51

"მილანის" ყოფილმა მეკარემ კრისტიან აბიატიმ მედიის წარმომადგენლებთან "როსონერის" ამჟამინდელ ახალგაზრდა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.

"დონარუმა ახლა უფრო თავდაჯერებულია, რაც ძალიან კარგია. მიუხედავად ამისა, ერთი ასპექტი გამოსასწორებელი აქვს. არბიტრებს ხშირად არაფრის გამო ედავება, რაც ყოვლად მიუღებელია."

"თუ არ ვცდები გასულ სეზონში ამის გამო რამდენიმე ყვითელი ბარათიც მიიღო. ამის შესახებ მეც პირადად რამდენჯერმე ვესაუბრე. ზოგჯერ საიდუმლოდ "მილანელოზე" მივდივარ, სადაც მას ვხვდები და ვესაუბრები."

"რა თქმა უნდა მხოლოდ ჯანლუიჯის გამო არ მივდივარ იქ, თუმცა ბოლოს სპეციალურად მის გამო მივედი, რათა კარგი თამაში მიმელოცა. ამ სეზონში დონარუმა საოცრებებს აკეთებს." - ციტირებს აბიატის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით