ინსინიე: "ნაპოლიში" ყველაზე დიდი პატივი მერგო"

1-03-2019, 20:34

იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბში დარჩენას დიდხანს აპირებს.

"ნაპოლის" კაპიტნის სამკლაურის ტარების პატივი ცხოვრებაში წილად ყველას არ ხვდება და ჩემთვისაც ყოველთვის ასე არ იქნება".

:მას შემდეგ, რაც გუნდი ჰამშიკმა დატოვა, კაპიტანი მე გავხდი და ეს ჩემი პატივია. მინდა, რომ ნეაპოლში კიდევ დიდხანს დავრჩე".

"ანჩელოტიმ პოზიცია შემიცვალა და თავს კარგად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელივით ეფექტური ვერ ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯო, თუმცა გოლების გატანაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა ინსინიემ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით