გატუზო: "მჯერა, რომანიოლს არსად წასვლა არ სურს"

1-03-2019, 21:01

იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუნდის კაპიტანზე, ალესიო რომანიოლიზე ისაუბრა და ბოლო დროს გავრცელებულ ჭორს გამოეხმაურა.

"რომანიოლიმ კონტრაქტი 8 თვის წინ გაახანგრძლივა. ის გუნდის კაპიტანი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ მას განვითარების დიდი რესურსი აქვს".

"რომანიოლი "მილანში" ბედნიერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან დარჩება. ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ დაინტერესდება და ეცდება მის გადაბირებას", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ალესიო რომანიოლი "როსონერიში" 2015 წლიდან თამაშობს. მან მილანური კლუბის მაისური 139-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

აქვე გეტვით, გასულ დღეებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომანიოლით ინგლისური გუნდები ინტერესდებიან და განსაკუთრებით  "მანჩესტერ იუნაიტედი" აკვირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით